spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

ლევან ხაბეიშვილი – წინ ძალიან დიდი პოლიტიკური წარღვნა გელოდებათ ბატონო ირაკლი, ჩემი აზრით, თქვენ ანტუნის ენაზე უნდა გითხრათ – “მაგრად დაგერხათ”

ივანიშვილმა არჩევანი გააკეთა ტერორისტი, მკვლელი პუტინის სასარგებლოდ და თქვენ საქართველოს და ივანიშვილს შორის არჩევანი გააკეთეთ ივანიშვილზე და მის ფულზე, – ასე მიმართა “ნაციონალური მოძრაობის” დეპუტატმა ლევან ხაბეიშვილმა პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს პარლამენტში.

 

“საუბარი შეეხება ჩვენი ქვეყნის მომავალს, ჩვენ შვილებს.  ამ ხნის განმავლობაში ბრიუსელსა და სტრასბურგში უნდა გეცხოვრათ, ბატონო ირაკლი,  მაგრამ  მესმის, რომ იქ ხელს აღარავინ გართმევთ და მოგიყვებით, რატომ არ გართმევენ იქ ხელს. რუს ოლიგარქ ბიძინა ივანიშვილს დავალება აქვს კრემლიდან, რომ არანაირი ევროკავშირი, არანაირი ევროპა… არანაირი 12 პუნქტის შესრულებას თქვენ არ აპირებთ. ივანიშვილმა არჩევანი გააკეთა ტერორისტი, მკვლელი პუტინის სასარგებლოდ და თქვენ საქართველოს და ივანიშვილს შორის არჩევანი გააკეთეთ ივანიშვილზე და მის ფულზე.  უზნეობის და მოღალატეობრივი ქმედებების ზენიტში ხართ, ბატონო ირაკლი.

 

თქვენ ხართ ხელისუფლებაში, სრული პასუხისმგებლობა გეკისრებათ, მათ შორის, სტატუსთან დაკავშირებითაც. უნდა გითხრათ, რომ ქართველი ხალხი არ აპირებს არც მონობას შეეგუოს, არც ბერას სათამაშოებს. წინ ძალიან დიდი პოლიტიკური წარღვნა გელოდებათ ბატონო ირაკლი. ამასაც ვერ გაიგებთ რა ენაზე ვსაუბრობ, ჩემი აზრით, თქვენ ანტუნის ენაზე უნდა გითხრათ – “მაგრად დაგერხათ“,- განაცხადა ხაბეიშვილმა.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები