ცინიზმის მწვერვალია, როდესაც რუსული რეჟიმი ამბობს, რომ ვინმემ ვინმეზე იძალადა. ამ ქვეყანაში მთავარი ამრევი, მთავარი მოძალადე არის სწორედ ივანიშვილი, რომელიც ქუჩა-ქუჩა დასდევს ადამიანებს, რომ აღუკვეთოს თავისუფლება და არავის ეგონოს, რომ რომელიმე ასეთი ადამიანი დარჩება მარტო – ამის შესახებ „ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს თავმჯდომარემ ლევან ხაბეიშვილმა საქალაქო სასამართლოში ანატოლი გიგაურის პროცესთან დაკავშირებით განაცხადა.
მისივე თქმით, ამ ქვეყანაში მთავარი ამრევი, მთავარი მოძალადე არის რუსული რეჟიმი, რომელმაც მიიტაცა ხელისუფლება, რომელმაც გააუქმა საქართველოში დემოკრატია, არჩევნები და შესაბამისად, ახლა დასდევს ქუჩა-ქუჩა ახალგაზრდებს.
ლევან ხაბეიშვილის განცხადებით – “ცინიზმის მწვერვალია, როდესაც რუსული რეჟიმი ამბობს, რომ ვინმემ ვინმეზე იძალადა. ჩვენ არ დაგვიწყებია არავის თავპირ დალეწილი ახალგაზრდები და არა მარტო ახალგაზრდები. არცერთი მოძალადე არც დაკავებულია, არც დაკითხული, როდესაც სახის ძველი დაუმტვრიეს ადამიანებს. რუსულ რეჟიმს კი სრულიად უსაფუძვლოდ 21 წლის ბიჭი ჰყავს გამომწყვდეული ციხეში, ახლა აპირებენ ორი შვილის მამა გამოკეტონ ციხეში. ეს არის მათი სახე, არ ეშვებიან მშობლების, შვილების, ბებია-ბაბუების წვალებას, წამებას. ეს ყველაფერი არის თავიდან ბოლომდე პოლიტიკური. ამ ქვეყანაში მთავარი ამრევი, მთავარი მოძალადე არის რუსული რეჟიმი, რომელმაც მიიტაცა ხელისუფლება, რომელმაც გააუქმა საქართველოში დემოკრატია, არჩევნები და შესაბამისად, ახლა დასდევს ქუჩა-ქუჩა ახალგაზრდებს და არა მარტო ახალგაზრდებს და ცდილობს, რომ მათ როგორმე აღუკვეთოს თავისუფლება. ჩვენი ამოცანა და მიზანია, რომ არცერთი ასეთი ადამიანი არ დარჩება მარტო და დავიცავთ ყველას ინტერესებს“, – განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.
ანატოლი გიგაური სამართალდამცველებმა 25 ნოემბერს დააკავეს. გამოძიების ინფორმაციით, ბრალდებული, ადგილზე საზოგადოებრივი წესრიგის დაცვისთვის მყოფ პატრულ-ინსპექტორს თავს დაესხა და მასზე ფიზიკურად იძალადა.