spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

ლევან ხაბეიშვილი – უახლოეს პერიოდში იქნება ძალიან დიდი აქცია, მთავარი მოთხოვნა სააკაშვილის გათავისუფლება და ვადამდელი არჩევნები იქნება

“ნაციონალური მოძრაობის” წევრი ლევან ხაბეიშვილი ფართომასშტაბიანი აქციას აანონსებს.

 

ხაბეიშვილის განცხადებით, აქციის მოთხოვნა საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის  გათავისუფლება და ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები იქნება.

 

“უახლოეს პერიოდში, დედაქალაქში იქნება ძალიან დიდი აქცია, მთელი საქართველოს მასშტაბით მოხდება ორგანიზება. მთავარი მოთხოვნა მიშა სააკაშვილის გათავისუფლება და ვადამდელი არჩევნები იქნება. მიხეილ სააკაშვილი ვერ და არ იქნება ოლიგარქ ივანიშვილის და მისი მოურავების ტყვეობაში დიდხანს, ამაში მინდა დავარწმუნო საზოგადოება და როგორც მან, საკუთარი ჯანმრთელობის და სიცოცხლის ფასად გადადო ჩვენი ქვეყნისთვის თავი, ახლა არის ჩვენი ჯერი, რომ ადეკვატურად ვიმოქმედოთ და მოგებული არჩევნები გავიფორმოთ ბოლომდე”, – აცხადებს ლევან ხაბეიშვილი.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები