spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

ლევან ხაბეიშვილი – უჩა მამაცაშვილის კადრი დანიშნეს ეროვნულ ბანკში, ეკონომიკის მინისტრი რომ იყო, მაშინ შეჭამა საქართველოს ბიუჯეტი

უჩა მამაცაშვილის კადრი დანიშნეს ეროვნულ ბანკში მაღალ თანამდებობაზე და ჩააბარეს ის სისტემა, რომელი სისტემიდანაც გატარებული პოლიტიკის გამო ბიძინა ივანიშვილი ქართველი ხალხის ძარცვის ხარჯზე დამატებით მილიონებს იშოვის, – ამის შესახებ “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარემ ლევან ხაბეიშვილმა განაცხადა.

 

“ეკონომიკის მინისტრი რომ იყო, მაშინ შეჭამა საქართველოს ბიუჯეტი, გახრა პირდაპირი მნიშვნელობით ის, რაც ქართველი ხალხის იყო და ამასობაში ჩვენ ვხედავთ, რომ ბიძინა ივანიშვილმა და პირადად უჩა მამაცაშვილმა მისი კადრი განაწესა ეროვნულ ბანკში მაღალ თანამდებობაზე, ეს იმას ნიშნავს, რომ დამატებით როგორც მოუნდებათ, მათ შორის საბანკო ოლიგარქიის მართვა, დამატებით როგორც მოისურვებენ დოლარის კურსის ცვლილებით მილიონების შოვნას ძარცვის ხარჯზე, ძალიან მარტივად შეისრულებს უჩა მამაცაშვილი და ბიძინა ივანიშვილი. 

 

შესაბამისად, თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ დღეს უჩა მამაცაშვილის კადრი დანიშნეს ეროვნულ ბანკში მაღალ თანამდებობაზე და ჩააბარეს ის სისტემა, რომელი სისტემიდანაც გატარებული პოლიტიკის გამო ბიძინა ივანიშვილი ქართველი ხალხის ძარცვის ხარჯზე დამატებით მილიონებს იშოვის. 
უნდა დავშალოთ ეს ოლიგარქია, უნდა გავიმარჯვოთ რუსულ კრიმინალურ ხელისუფლებაზე და მხოლოდ ამის შემდეგ ასეთ ნეპოტისტურ, კრიმინალურ გადაწყვეტილებებს მოეღება ბოლო”, – განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.

 

ეკონომიკის ყოფილი მინისტრი ნათია თურნავა ეროვნული ბანკის პირველ ვიცე-პრეზიდენტად აირჩიეს, შესაბამისად, ის დროებით, პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელიც იქნება.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები