spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

ლევან ხაბეიშვილი – უკიდურესად უღირსი, სამარცხვინო, მდაბიო და არაკაცური საქციელია

“ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილი “ქართული ოცნების” დეპუტატის ალუდა ღუდუშაურის მიერ ანა წითლიძის შეურაცხყოფას ეხმაურება.

 

“რუსთავში, საავადმყოფოში “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის”  გარდაბნის საკრებულოს წევრის მოსანახულებლად ვიყავი (რომელსაც თავს რუსული პარტიის გარდაბნის საკრებულოს წევრები დაესხნენ, საკრებულოს სხდომაზე), როცა რუსეთისა და  პუტინის მეხოტბე ალუდა ღუდუშაურის განცხადება ვნახე… 

 

უკიდურესად უღირსი, სამარცხვინო, მდაბიო და არაკაცური საქციელია, თუმცა მიკვირსთქო და არ ველოდი სამშობლოს გროშებზე გამყიდველებისგანთქო, მოგატყუებთ… 

 

არანაირი ზღვარი, წითელი ხაზი, მორალური და ადამიანური ღირებულება არ არსებობს მათთვის. ამ ხალხს შეუძლია და აკეთებენ – ემსახურებიან პუტინის რუსეთს, ღალატობენ და ყიდიან სამშობლოს. 

 

ჩემს მეგობარს, თანამებრძოლს და პატრიოტ ადამიანს – ანა წითლიძეს არაფერი დააკლდება  სალავიოვ – სიმონიანის პროპაგანდისტი, რუსეთუმე ალუდას განცხადებით. 

 

ძვირფასო ანი, ზუსტად ვიცი ასეც მოიქცევი… გააგრძელე ის საქმე, რასაც აკეთებ, ემსახურე ქვეყანას, ხალხს და დარწმუნებული ვარ, საქართველოს მოსახლეობასთან ერთად გავიტანთ ამ რუსულ, ვადაგასულ პოლიტიკურ ნაგავს ქვეყნიდან, პარლამენტიდან”, – წერს ხაბეიშვილი.

 

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები