spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

ლევან ხაბეიშვილი – უნდა მივაწვეთ, უნდა გავარღვიოთ ეს კრიმინალური წრე საქართველოსთვის, თავგანწირვის გარეშე არაფერი გამოვა

უნდა მივაწვეთ, უნდა გავარღვიოთ ეს კრიმინალური წრე საქართველოსთვის. თავგანწირვის გარეშე, არაფერი გამოვა, ლიდერები არიან ახალგაზრდები, ადამიანები, რომლებიც არ ეგუებიან რეჟიმს, – ამის შესახებ „ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს თავმჯდომარემ ლევან ხაბეიშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, ქვეყანა არია რუსმა ბიძინა ივანიშვილმა, გადაატრიალა და მან მოიტანა ყოველგვარი დაპირისპირება, მან გააყალბა არჩევნები პირადი კეთილდღეობის გამო.

“მე ყველა პოლიტიკურ ლიდერს პატივს ვცემ, მიუხედავად იმისა, რომ განსხვავებული პოზიციები გვაქვს, მაგრამ ერთი რამ უნდა გაიაზრონ, რომ ამ ქვეყანაში ბიძინა ივანიშვილმა, პოლიტიკა, დემოკრატია, არჩევნები საერთოდ გააუქმა. ლიდერები არიან ის ადამიანები, რომლებიც დღეს ებრძვიან რეჟიმს, მათ შორის, ბიჭი ციხეში ჰყავთ გამოკეტილი, სისხლის სამართლის საქმე აღუძრეს და ეს ხალხი არიან გმირები, ლიდერებიც.

როცა “ნაციონალური მოძრაობა“ ამბობდა, რომ ერთიანი სიით გავიდეთ, დღეს ხომ სულ სხვა მოცემულობა გვექნებოდა?! გაყალბების პირობებშიც კი. სააკაშვილი ამაზე მოუწოდებდა, ჩვენ ამაზე ვსაუბრობდით, მაგრამ იყოს სხვა პარტიაო და დავთმეთ, მეტი რა უნდა დაგვეთმო?! ახლა, ყოველდღიურ რეჟიმში პოლიტიკური, ვიწრო პარტიული ინტერესების გატარება, მერე იმაზე საუბარი და ა.შ… გააუქმა ამასობაში ბიძინა ივანიშვილმა ქვეყანა, გააუქმა პოლიტიკური პარტიები და დღეს ზვიად გამსახურდიადან მივედით მიხეილ ყაველაშვილამდე. ახლა დრო არის, რომ ჩვენი შეცდომებიც ვთქვათ. ქვეყანა არია რუსმა ბიძინა ივანიშვილმა, გადაატრიალა და მან მოიტანა ყოველგვარი დაპირისპირება, მან გააყალბა არჩევნები პირადი კეთილდღეობის გამო. მან გადაატრიალა ეს ქვეყანა და ჩვენ უნდა ვეცადოთ, რომ გადმოვატრიალოთ ჩვენი საქართველო.

მინდა სალომე ზურაბიშვილს მივმართო, როდესაც სალომე ზურაბიშვილი ამბობს, რომ რუსეთის ხელშია ქვეყანა და სასამართლო არის პოლიტიზებული, გამაოგნებელია ამასთან, როდესაც ამბობს, რომ მე თუ გამოვუშვებ მიშას, მაინც დატოვებენ ციხეშიო. თვითონვე ადასტურებს, რომ პოლიტიკურია ეს ყველაფერი. მოდი შენ შენი გასაკეთებელი გააკეთე და „ნაციონალური მოძრაობის“ ცუდად ხსენებას მოეშვით. არაფერი შეგეშალოთ, ხალხო. ამ არჩევნებზე, თუ ვინმე, სადმე იბრძოდა იყო “ნაციონალური მოძრაობა“, – განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები