“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” დეპუტატის ლევან ხაბეიშვილის განცხადებით, უახლოეს პერიოდში სტუდენტებებთან შეხვედრებს და მათ საპროტესტო მოძრაობაში ჩაბმას გეგმავს.
მისი განცხადებით, სტუდენტებს პარტიაში გაერთიანებას არ შესთავაზებს, არამედ იმას, რომ თავად დადგნენ ბრძოლის ხაზზე.
“ვაპირებ უახლოეს პერიოდში სტუდენტებს შევხვდე, მათ შორის უნივერსიტეტებში, აუდიტორიებში. ვაპირებ მათთან კონკრეტული პროგრამებით საუბარს, ოღონდ იმიტომ კი არა მე მოვეწონო და კონკრეტული პარტია, არა. ახალგაზრდებმა უნდა იგრძნონ, რომ თავად უნდა გახდენ პროცესის მონაწილეები. უნდა შევთანხმდეთ იმაზე, რომ ცვლილებები გვჭირდება, მათ შორის ახალგაზრდების მონაწილეობით. ვთავაზობ ბრძოლის ხაზზე იყვნენ თავად”, – განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა