“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრის ლევან ხაბეიშვილის განცხადებით, კონკრეტულ ბიზნესმენებს, მთავრობის დახმარებით, საქართველოში რუსული ნავთობი შემოაქვთ.
მისივე თქმით, რუსეთი საქართველოსთვის ნავთობის მოწოდების კუთხით, ბოლო 5 თვის განმავლობაში პირველ ადგილზეა.
“საქართველოს მთავრობამ და კონკრეტულმა ბიზნესმა გაავსო რუსული სისხლიანი ნავთობით საქართველოს პორტები და ტერმინალები. ამასობაში, უკანასკნელი 5 თვის განმავლობაში, სამწუხაროდ, რუსეთი გადავიდა პირველ ადგილზე მომწოდებელთა შორის, რაც ცხადია, აქამდე ასე არ იყო. ამასობაში უკრაინაში გენოციდის დაწყების დღიდან დღემდე 124 მილიონი დოლარის რუსული ნავთობი შემოიტანა საქართველოს ხელისუფლებამ და ოპერატორებმა”, – განაცხადა ხაბეიშვილმა.
დღეს გამართულ ბრიფინგზე ხაბეიშვილმა ის სამი კომპანია, რომელსაც ქვეყანაში რუსული ნავთობი შემოაქვს – ვისოლჯგუფი, არაგვი იმპექსი და ლუკოილი.
მისი თქმით, კომპანიების რაოდენობა გაცილებით მეტია, თუმცა ამ ეტაპზე მათ სახელებს არ გაასაჯაროებს.
“ვაძლევთ რამდენიმე დღეს ამ სამ კომპანიასაც და დანარჩენ ათსაც, რომ საჯაროდ გამოვიდნენ და თქვან, რომ შეეშვებიან საქართველოში სანქცირებული რუსული ნავთობის შემოტანასა და უკრაინის გენოციდის დაფინანსებას. წინააღმდეგ შემთხვევაში, იგივე მოუწევს ფხაკაძესაც, არაგვი იმპექსის ხელმძღვანელობას – მამა-შვილ კაკაბაძეებს, ლუკოილსაც და სხვა ათობით კომპანიას”, – განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.