ვენეციის კომისიაზე, როცა ასეთი გამოხმაურება და დამოკიდებულება აქვთ, ეს არის ცინიზმის მწვერვალი. ყველა ხერხით უნდა უზრუნველვყოთ ამ კანონის არ ამოქმედება, წინააღმდეგ შემთხვევაში, ივანიშვილი ფაქტობრივად, აწერს ხელს საქართველო გახდეს ჩრდილოეთ კორეა, – ამის შესახებ პარტია “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარემ ლევან ხაბეიშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, “ოცნება” ქვეყნის განვითარების წინააღმდეგია.
“ოცნების” დამოკიდებულება არის ანტიევროპული, ისინი ფიქრობენ, რომ საქართველო უნდა ააცილონ ევროკავშირს, როგორმე უნდა მოახერხონ, რომ საქართველო არ გახდეს ევროკავშირის წევრი, ანუ საქართველოს არ ჰქონდეს ეკონომიკური დოვლათი, უსაფრთხოება, საქართველო არ განვითარდეს.
როგორც ჩანს, ივანიშვილის და მისი ხელისუფლების ამოცანაა, ეს და შესაბამისად, ისინი არ ითვალისწინებენ არაფერს და ასე შლეგად იქცევიან ყველა ჩვენი პარტნიორის მიმართ.
ვენეციის კომისიაზე, როცა ასეთი გამოხმაურება და დამოკიდებულება აქვთ, ეს არის ცინიზმის მწვერვალი.
მნიშვნელოვანია, რომ ყველა ხერხით უზრუნველვყოთ ამ კანონის არ ამოქმედება, წინააღმდეგ შემთხვევაში, ივანიშვილი ფაქტობრივად, აწერს ხელს საქართველო გახდეს ჩრდილოეთ კორეა”, – განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.