spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

ლევან ხაბეიშვილი – ვწუხვარ, გამოგონილი ისტერიკის გამო, რომელიც აბსოლუტურად უსაფუძვლოა

ჩვენი ოფიციალური ვიზიტი, პოლონეთში, პოლონეთის მიერ იყო ორგანიზებული და დაგეგმილი, ჯერ კიდევ 10 დღის წინ. ჩვენი ვარშავაში ვიზიტი უკავშირდება პრეზიდენტ სააკაშვილისთვის გადასაცემ უმნიშვნელოვანეს ჯილდოს, – წერს სოციალურ ქსელში “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილი.

 

“მიხეილ სააკაშვილის გარდა, ამ ჯილდოს მიიღებენ სხვადასხვა ქვეყნის  მოქმედი მაღალი თანამდებობის პირები. ამის პარალელურად, ცხადია, გვაქვს შეხვედრები ჩვენს კოლეგებთან, რომელიც ეხება ჩვენი ქვეყნის ევროპულ მომავალს და პერსპექტივას.  

 

ვწუხვარ, გამოგონილი ისტერიკის გამო, რომელიც აბსოლუტურად უსაფუძვლოა. არაანაზღაურებადი, ოფიციალური მივლინებით ვიმყოფებით პოლონეთში და შესაბამისად, უმარტივესად შეეძლო ენახა იმ ადამიანებს, ვინც კონკრეტულ საკითხზე მუშაობდა. 

 

ნორვეგიაში მიღებული ჯილდო უმწვავესად და მტკივნეულად მიიღო რუსულმა ოცნებამ და იქიდან რამდენიმე დღეში, მაქვს პატივი პრეზიდენტ სააკაშვილისთვის, ჯილდოს გადაცემის ცერემონიას დავესწრო”, – წერს ხაბეიშვილი.

 

ოპოზიციამ პრეზიდენტს 11 აპრილს პარლამენტის რიგგარეშე სხდომის მოწვევის მოთხოვნით დღეს, დღის პირველ ნახევარში მიმართა. მოგვიანებით კი ოპოზიციის წარმომადგენლებმა პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს მიმართეს, რომ, ანა წითლიძისა და ლევან ხაბეიშვილის მიერ ქვეყნის დატოვების გამო, ხვალ მათ მიერ მოთხოვნილი რიგგარეშე სხდომა არ დანიშნოს.

 

“ლელოს” წევრი სალომე სამადაშვილი ლევან ხაბეიშვილისა და ანა წითლიძის მიერ დღეს ქვეყნის დატოვებას უკიდურეს პოლიტიკურ უპასუხისმგებლობას უწოდებს. 

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები