“ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთ ლიდერს ლევან ხაბეიშვილს დღეს შინაგან საქმეთა სამინისტროში გამოკითხვაზე ელოდებიან.
საქმე ეხება თაღლითურ სქემას ე.წ. ქოლ-ცენტრების მუშაობასთან დაკავშირებით, რომლის შესახებაც სიუჟეტი “მთავარ არხზე“ გავიდა.
“ყველამ იცოდეს, გამომძიებელმაც და პროკურორმაც, ეს კონკრეტული მტკიცებულებები და მისამართები, რომელებსაც მე თქვენ დღეს მოგიყვებით და თქვენ ამაზე რეაგირება არ გექნებათ, გავა რამდენიმე თვე და თქვენ გახდებით საერთაშორისო გამოძიების “მსხვერპლი” იმიტომ, რომ მე ბოლომდე მივყვები ამ საქმეს, არ ვაპირებ იმას, რომ მხოლოდ საქართველოში მოვითხოვო ამის გამოძიება.
ამ დანაშაულებრივ ქმედებაში სამწუხაროდ, 20 ათასზე მეტი ადამიანი ყავთ ჩართული და მათი უმრავლესობა ახალგაზრდაა”, – განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.