მე ჯერ კიდევ დასკვინითი სიტყვა რომ ვთქვი, მაშინ ვივარაუდე, რომ შესაძლებელი იყო სამოქალაქო სარჩელი შეეტანა დაზარალებულ მხარეს. ჩვენ ჩაგვბარდა ეს სარჩელი, ასევე ჩაგვბარდა განჩინებები ყადაღის გამოყენების შესახებ, – ამის შესახებ გიორგი ბაჩიაშვილის ადვოკატმა ლევან მახარაშვილმა განაცხადა.
მისივე თქმით, კონკრეტული კითხვებით მან უკვე მიმართა სასამართლოს.
“მე ჯერ კიდევ დასკვინითი სიტყვა რომ ვთქვი, მაშინ ვივარაუდე, რომ შესაძლებელი იყო სამოქალაქო სარჩელი შეეტანა დაზარალებულ მხარეს, შესაბამისად, ჩვენ ჩაგვბარდა ეს სარჩელი, ასევე ჩაგვბარდა განჩინებები ყადაღის გამოყენების შესახებ. დღეის მდგომარეობით, მოსამართლეს არ აქვს ატვირთული ბაზაში საქმის წარმოებაში მიღების განჩინება. გაურკვეველი არის, ამ სარჩელის განხილვა მოხდეს გამარტივებული წესით, თუ საერთო წესით. ეს რას ცვლის – საერთო წესის შემთხვევაში, კვლავ პრობლემაა ხანდაზმულობის ვადებთან დაკავშირებით, გამარტივებულად თუ მოხვდება განხილვა, ასეთ შემთხვევაში, აუცილებელია, არსებობდეს კანონიერ ძალაში შესული საბოლოო გადაწყვეტილება, რაც დღეის მდგომარეობით არ არსებობს.
მხოლოდ პირველი ინსტანციის გადაწყვეტილებაა. ვინაიდან ეს კითხვები გაჩნდა, ჩვენ მივმართეთ შესაბამისი განცხადებებით სასამართლოს, ჯერ პასუხი არ მიგვიღია. ასევე დღეს ვასაჩივრებთ ყადაღის საკითხს”, – განაცხადა ლევან მახარაშვილმა.