spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

ლევან მახაშვილი – არ არსებობს საფუძველი, ახალი საპარლამენტო არჩევნები დაინიშნოს ან ადგილობრივი არჩევნები გადაიდოს

არ არსებობს საფუძველი, ახალი საპარლამენტო არჩევნები დაინიშნოს ან ადგილობრივი არჩევნები გადაიდოს, თუ ვინმეს პოლიტიკური ამბიცია აქვს, ადგილობრივი არჩევნებისთვის მოემზადოს, – ამის შესახებ პარლამენტის ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ ლევან მახაშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, ჯო უილსონის განცხადებები მტკიცებულებებს აცდენილია.

“ჯო უილსონზე, როგორც პოლიტიკოსს, მიჭირს შეფასება გავაკეთო. მის მთელ განცხადებას ვუსმინე. საზოგადოება ნახავდა, რამდენად არასერიოზულია მისი შეფასებები, რადგან ეს განცხადებები საფუძველს და მტკიცებულებებს აცდენილია. რაც შეეხება არჩევნებს, არცერთი საფუძველი არ არსებობს, რომ რაიმე სახის ახალი საპარლამენტო არჩევნები დაინიშნოს ან ადგილობრივი არჩევნების გადადება მოხდეს. ამ თვალსაზრისით, სხვა გეგმა არ არსებობს გარდა იმისა, რომ ჩვენ თვითმმართველობის არჩევნებისთვის ვემზადებით. ყველას მოვუწოდებ, რომ პატივი სცენ 2024 წლის არჩევნებს შედეგებს და თუ პოლიტიკური ამბიცია აქვთ, ადგილობრივი არჩევნებისთვის მოემზადონ“, – განაცხადა მახაშვილმა.

კონგრესმენმა ჯო უილსონმა კონგრესში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ “ქართული ოცნების“ რეჟიმმა საქართველოში არჩევნები გააყალბა.

“რეჟიმი ქართველი ხალხის მომავლის მოპარვასა და ომის დამნაშავე პუტინისთვის, ირანული რეჟიმისა და ჩინეთის კომუნისტური პარტიისთვის მიყიდვას ცდილობს“, – აღნიშნა უილსონმა.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები