spot_img
spot_imgspot_img
spot_img

ლევან მახაშვილი – ეს გერმანიის წარმავალი ხელისუფლების კიდევ ერთი მაშველი რგოლია მილევადი პროტესტის, გაუჩინარებული ოპოზიციის მიმართ

ვის დაუწესდა შეზღუდვა, ეს ინფორმაცია არ გვაქვს. ალბათ, სიას უახლოეს მომავალში, რომელიმე ესტონური ან ლიტვური არასამთავრობო ორგანიზაციისგან გავიგებთ, – ამის შესახებ პარლამენტის ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე ლევან მახაშვილმა განაცხადა.

გერმანიის საგარეო უწყების განცხადებაზე, რომლის მიხედვითაც, გერმანიამ დამატებითი აკრძალვები შემოიღო იმ ქართველი ოფიციალური პირების ქვეყანაში შესვლაზე, რომლებიც პასუხისმგებლები არიან დარბევებზე.

“საერთო ჯამში, ეს გერმანიის წარმავალი ხელისუფლების კიდევ ერთი მაშველი რგოლია მილევადი პროტესტის, გაუჩინარებული ოპოზიციის მიმართ. რეალურად, თვითლუსტრაციაა იმ ძალების, რომლებიც, როგორც ჩანს, იდგნენ და დგანან ქუჩის ძალადობის უკან. მაშინ, როცა ქუჩის გადაკეტისთვის საკმარისი ხალხი აღარ ჰყავთ, ასეთი მაშველი რგოლებით ცდილობენ მილეული პროტესტის ხელახლა აგორებას. მთავარი მოტივაცია არის ის, რომ გერმანიის ახალ მთავრობას რაიმე „მემკვიდრეობა“ დაუტოვონ, ვიდრე რაღაცის რესურსი და ბერკეტი აქვთ, ეს ურთიერთობები, ხელისუფლება მაქსიმალურად დააზიანონ. რაც შეეხება მოლოდინებს, განსაკუთრებულ მოლოდინებს არ ვიქმნით. ჩვენი მოტივაცია მკაფიოა, ჩვენი მიზანია, ორმხრივი და მრავალმხრივი ურთიერთობების განვითარება საერთო ინტერესების საფუძველზე. გერმანიის ინტერესი თუ იქნება, საერთო თანხვედრა გვექნება. მოწადინებული ვართ, რომ ეს ურთიერთობები განვავითაროთ და ურთიერთობებს ყველა შესაძლო ბარიერი მოვაცილოთ. იმედია, გერმანიის ახალი ხელისუფლების მოტივაციაც იგივე იქნება. ამ შემთხვევაში, ბევრი საერთო გადაკვეთის წერტილი და შესაძლებლობა გვექნება, რომ ურთიერთობები აღვადგინოთ, თუმცა ეს გერმანიის ახალ ხელისუფლებაზე იქნება დამოკიდებული“, – განაცხადა ლევან მახაშვილმა საზოგადოებრივ მაუწყებელთან.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები