spot_img
spot_imgspot_img
spot_img

ლევან მახაშვილი – გახარია პარლამენტში ფიზიკურად არ არის, თორემ არც დაფინანსებაზე თქვა უარი და არც მანდატები დაუთმია

გახარია პარლამენტში ფიზიკურად არ არის, თორემ არც დაფინანსებაზე თქვა უარი და არც მანდატები დაუთმია. მათ შორის, საგამოძიებო კომისიის სხდომაზეც იმყოფებოდა, – ამის შესახებ პარლამენტის ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ ლევან მახაშვილმა განაცხადა.

ამასთან, მახაშვილის თქმით, ოპოზიცია თვითმმართველობის არჩევნებში მიიღებს თუ არა მონაწილეობას, ეს რამდენიმე ფაქტორზე იქნება დამოკიდებული.

„ერთი მხრივ, როგორ წარმოუდგენია პერსპექტივა, ხელისუფლებასთან კონკურენციაში შევიდეს და, მეორე მხრივ, რა დავალებას მიიღებენ თავიანთი გარე პატრონებისგან. როგორც ჩანს, ამ ბრძოლაში შემოსვლას გახარია პირველი ცდილობს, რათა სხვა ძალებთან შედარებით, უპირატესობა მოიპოვოს. ფაქტია, რომ გიორგი გახარია პოლიტიკური სივრციდან არც არასოდეს გაწეულა. პარლამენტში ფიზიკურად არ არის, თორემ არც დაფინანსებაზე თქვა უარი და არც მანდატები დაუთმია. მათ შორის, საგამოძიებო კომისიის სხდომაზეც იმყოფებოდა. პროცესიდან გაწეული არც არასოდეს ყოფილა, უბრალოდ, ტაქტიკის თვალსაზრისით, ჰგონია, რომ უკეთესი იქნება, რაც მალე შევა ამ ბრძოლაში არა მხოლოდ ხელისუფლების წინააღმდეგ, არამეს ოპოზიციასთან მიმართებით. კვლევების გათვალისწინებით, გიორგი გახარიას ნაკლები შანსი აქვს, კონკურენცია გასწიოს, თუმცა, როგორც ჩანს, მიიჩნევს, რომ მას რესურსი აქვს, სხვა დისკრედიტირებულ და პარლამენტიდან განდევნილ პარტიებთან შედარებით, ხმები წაიღოს. მისი მცდელობაა, გარკვეული ნიშა დაიჭიროს, სხვა პარტიებისგან დისტანცია დაიკავოს, თუმცა, თუ გავითვალისწინებთ, რა თამაშს თამაშობენ, ისინი „ნაციონალურ მოძრაობას“ წარმოადგენენ“, – განაცხადა მახაშვილმა საზოგადოებრივ მაუწყებელთან.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები