spot_img
spot_imgspot_img
spot_img

ლევან მახაშვილი – კაია კალასის განცხადებები არის არასერიოზული

კაია კალასის განცხადებები არასერიოზულია. კონკრეტული პირების მხრიდან საქართველოს საკითხთან დაკავშირებით გამორჩეული ინტერესებია, რათა რადიკალურ ოპოზიციას კიდევ უფრო გარადიკალებაში მიაშველონ ხელი, – ასე გამოეხმაურა ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე ლევან მახაშვილი ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის კაია კალასის განცხადებას, სადაც მან აღნიშნა: „შეშფოთებული ვართ საქართველოში ადამიანების დაკავებების გამო, ვახორციელებთ ზეწოლას იმ ადამიანებზე, ვინც ჩადის ძალადობას მშვიდობიანი დემონსტრანტების წინააღმდეგ“.

“ეს ყველაფერი, სულ მცირე, არასერიოზულია. განცხადება სადაც გააკეთა, საგარეო ურთიერთობათა საბჭოზე, ბოლო წლების განმავლობაში, როგორც იქნა, პირველად დღის წესრიგი ის არის, რაც, რეალურად, ევროკავშირის პრობლემაა. ეს არის მთელი კრიზისები, ომები და პოლიტიკური დაძაბულობები, რომლებიც ევროკავშირის როგორც შიგნით, ასევე გარეთაა. საქართველო ამ დღის წესრიგში ლოგიკურადაც არ არის, რადგან საქართველო არ ყოფილა და არც იქნება ის მთავარი პრობლემა, რაზეც შეიძლება, ევროკავშირმა ყურადღება გაამახვილოს – საქართველო რეგიონში იყო, არის და იქნება დასავლეთის სანდო პარტნიორი.

კაია კალასის განცხადებები არასერიოზულია. რაც იკვეთება, ისაა, რომ კონკრეტული პირების მხრიდან საქართველოს საკითხთან დაკავშირებით გამორჩეული ინტერესებია, რათა ალტერნატიული დღის წესრიგი შექმნან და რადიკალურ ოპოზიციას მათი ნაბიჯების კიდევ უფრო გარადიკალებაში მიაშველონ ხელი. მხოლოდ ამას ვაკვირდებით, სხვა რაიმე საინტერესო არც მისგან და არც მისი კოლეგებისგან არ მოდის“, – განაცხადა ლევან მახაშვილმა.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები