spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

ლევან მახაშვილი – მიმოვიხილეთ ევროკავშირთან მიმართებით საქართველოსა და თურქეთის მიერ გადადგმული ნაბიჯები და შემდგომი გეგმები

საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე ლევან მახაშვილი კომიტეტის წევრ გიორგი ჩაკვეტაძესთან ერთად, თურქეთის დიდი ეროვნული ასამბლეის ევროკავშირთან ჰარმონიზაციის კომიტეტის თავმჯდომარეს ბურჰან კაიათურქს შეხვდა.

როგორც მახაშვილი სოციალურ ქსელში წერს, თურქ კოლეგასთან მიმოიხილეს ორი ქვეყნის მიერ ევროკავშირთან მიმართებით გადადგმული ნაბიჯები და სამომავლო გეგმები, ასევე ისაუბრეს საქართველოსა და თურქეთს შორის ურთიერთობაზე და შავი ზღვისა და ახლო აღმოსავლეთის რეგიონებში მიმდინარე მოვლენებზე.

“საინტერესო საუბრები გვქონდა ჩემს თურქ კოლეგასთან, თურქეთის დიდი ეროვნული ასამბლეის ევროკავშირთან ჰარმონიზაციის კომიტეტის თავმჯდომარესთან ბურჰან კაიათურქთან.

მიმოვიხილეთ ევროკავშირთან მიმართებით საქართველოსა და თურქეთის მიერ გადადგმული ნაბიჯები და შემდგომი გეგმები. ვისაუბრეთ ასევე ორ ქვეყანას შორის ურთიერთობებსა და სტრატეგიული პარტნიორობის დღის წესრიგზე. ერთმანეთს გავუზიარეთ მოსაზრებები შავი ზღვის და ახლო აღმოსავლეთის რეგიონებში მიმდინარე მოვლენებსა და მათ შესაძლო შედეგებზე.

შევთანხმდით, რომ ჩვენს პარტნიორებთან ერთად, უფრო მჭიდროდ და კოორდინირებულად ვიმუშავებთ საერთო მიზნების მისაღწევად და ჩვენი მოქალაქეების საკეთილდღეოდ”, – წერს ლევან მახაშვილი.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები