spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

ლევან მახაშვილი – სახელმწიფოში არის არაერთი ბერკეტი, ინსტრუმენტი იმისთვის, რომ ადამიანის უფლებები იყოს დაცული და გარანტირებული

როგორც სახელმწიფოს, ასევე სამოქალაქო საზოგადოებისა და სახალხო დამცველის მხრიდან იქნება ყველა ნაბიჯი გადადგმული, რათა ძალის გადამეტების არცერთი შესაძლო ინციდენტი არ დარჩეს რეაგირების გარეშე, – ამის შესახებ პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე ლევან მახაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, სახელმწიფოში არის არაერთი ინსტრუმენტი იმისთვის, რომ ადამიანის უფლებები იყოს დაცული და გარანტირებული.

“საზოგადოებას მინდა შევახსენო, ბოლოს, როდესაც საქართველოს პარლამენტი იყო ცეცხლის ალში გახვეული, ეს იყო 30 წლის წინ, სამოქალაქო დაპირისპირების და ძმათა მკვლელი ომის დროს. ძალიან მძიმეა ის კადრები, როდესაც ვხედავთ, ცეცხლის ალში გახვეულ პარლამენტს და როდესაც არის სისტემური შეტევა სახელმწიფო ინსტიტუტების და წარმომადგენლების მიმართ. ასეთ ცალკეულ შემთხვევებში სახელმწიფოს წარმომადგენლებს უწევთ რეაგირება, რათა არ მოხდეს იმავე სცენარების განმეორება, რაც თავის დროზე იყო რევოლუციების, თუ სამოქალაქო დაპირისპირების შემთხვევაში. როგორც ჩანს, არის ცალკეული შემთხვევები, როდესაც, შესაძლოა, რაიმე სახის ექსცესებს ჰქონდეს ადგილი შესაძლო ძალის გადამეტებასთან დაკავშირებით. აქ მარტივია სიტუაცია – სახელმწიფოში არის არაერთი ბერკეტი, ინსტრუმენტი იმისთვის, რომ ადამიანის უფლებები იყოს დაცული და გარანტირებული – სახალხო დამცველიდან დაწყებული, სასამართლო სისტემით დამთავრებული, თუ რაიმე გადამეტებას შესაძლოა ჰქონდა ადგილი, არის უამრავი რესურსი და შესაძლებლობა, რომ ადამიანის უფლებები იყოს დაცული. ცალკეულ შემთხვევებს ვერ ჩავყვები, მაგრამ, ზოგადად, როგორც სახელმწიფოს მხრიდან, ასევე სამოქალაქო საზოგადოების, სახალხო დამცველის მხრიდან იქნება ყველა ნაბიჯი გადადგმული იმისთვის, რომ არცერთი ასეთი შესაძლო ინციდენტი არ დარჩეს რეაგირების გარეშე“, – განაცხადა ლევან მახაშვილმა.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები