spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

ლევან მახაშვილი – სასურველი იქნება, თუ პოლონეთი და სხვა ქვეყნები, შოუების ნაცვლად, სერიოზულად გაიაზრებენ თავიანთ როლს

სასურველი იქნება, თუ პოლონეთი და სხვა ქვეყნები, შოუების დადგმის ნაცვლად, სერიოზულად გაიაზრებენ თავიანთ როლს მშვიდობის მიღწევაში, ომის თავიდან არიდებაში და დაასრულებენ პოლარიზაციის ხელშეწყობას, მათ შორის საქართველოში, – ამის შესახებ პარლამენტის ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ ლევან მახაშვილმა განაცხადა.

“ქვეყანა როცა ძალისხმევას არ იშურებს, რომ საქართველო ყველა პლატფორმაზე უსამართლოდ გააკრიტიკოს, რა თქმა უნდა, ჩვენი მხარე ამის გათვალისწინებით შესაბამის გადაწყვეტილებას მიიღებს და ეს გასაკვირი არ არის. სასურველი იქნება, თუ პოლონეთი და სხვა ქვეყნები, შოუების დადგმის ნაცვლად, სერიოზულად გაიაზრებენ თავიანთ როლს იმაში, რა როლი აქვს მშვიდობის მიღწევაში, ომის თავიდან არიდებაში და დაასრულებენ პოლარიზაციის ხელშეწყობას, მათ შორის საქართველოში. არ შეგვიცვლია ჩვენი მიდგომები, რომლებიც თავიდანვე ძალიან მკაფიო იყო. საქართველოში მშვიდობა ლამაზ სკამებში, რომელიმე მაგიდის გარშემო ჯდომაში, ან ლამაზ წითელ ხალიჩებში არ გაგვიცვლია.

მათ მიდგომაზე კი, შეგიძლიათ, მათ ჰკითხოთ, საკუთარ ხმაში რიხი ხომ არ შეუმცირდათ? ჩვენ ქვეყანაში მშვიდობის შენარჩუნებას გავაგრძელებთ. ვისურვებდით, რომ პოლონეთი, რომელსაც ევროკავშირში წონა აქვს, სერიოზულად მოეკიდოს თავის პასუხისმგებლობას, რადგან ვარშავაში ერთ განცხადებასაც კი დიდი გამოძახილი აქვს საქართველოშიც და მთლიანად აღმოსავლეთ სამეზობლოშიც“, – განუცხადა ლევან მახაშვილმა საქართველოს პირველ არხს.

ცნობისთვის, ვარშავაში ევროკავშირის ზოგად საკითხთა საბჭოს არაფორმალური შეხვედრა გაიმართა. შეხვედრას უძღვებოდა პოლონეთის ევროკავშირის საკითხთა მინისტრი ადამ შლაპკა, რომელმაც შეხვედრის დასრულების შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე საქართველოს შესახებ აღნიშნა: „პირველი შეხვედრის დროს ოთახში ერთი ცარიელი სკამი იდგა. ეს ცარიელი სკამი საქართველოს ელოდებოდა. საქართველო თავისი სიტუაციიდან გამომდინარე და მისი ამჟამინდელი ხელისუფლების გადაწყვეტილებით, არ მონაწილეობდა ამ შეხვედრაში. ჩვენ თითები გადაჯვარედინებული გვაქვს საქართველოსთვის და ვიმედოვნებთ, რომ მოგვიანებით საქართველოც შემოგვიერთდება”.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები