spot_img
spot_imgspot_img
spot_img

ლევან მახაშვილი – სხდომაზე არგამოცხადება კანონის დარღვევა და საზოგადოებისადმი უპატივცემულობაა

პარლამენტის ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის ლევან მახაშვილის განცხადებით, მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე არგამოცხადება კანონის დარღვევა და საზოგადოების მიმართ უპატივცემულობაა.

მახაშვილის თქმით, კომისია ცდილობს, წლების განმავლობაში საზოგადოების მხრიდან არსებულ კითხვებს ნათელი მოჰფინოს.

„არაერთხელ ვთქვით, რომ საგამოძიებო კომისიის საქმიანობა პრინციპის ამბავი არ არის, კომისია ცდილობს, ნათელი მოჰფინოს იმ კითხვებს, რაც საზოგადოებაში ამდენი წელია, არის. ამას ძალიან მკაფიო პასუხები სჭირდება. კომისიაში როცა არ ცხადდები, ეს არის კანონდარღვევა, მათ შორის ამომრჩევლის უპატივცემულობაც, როცა ისინი საზოგადოებაში მათ მიმართ არსებულ კითხვებს არ პასუხობენ“, – განაცხადა მახაშვილმა.

პარლამენტის „2003-2012 წლებში მოქმედი რეჟიმისა და რეჟიმის პოლიტიკური თანამდებობის პირების საქმიანობის შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისიის“ სხდომაზე გამოუცხადებლობის გამო მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის საქმე პროკურატურაში გადაიგზავნა.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები