უძველესი კულტურის, უნიკალური ტრადიციების, ბუნების, სამზარეულოს და სტუმართმოყვარეობის გარდა, არის კიდევ ერთი მიზეზი, რის გამოც ჩვენს ქვეყანაში ტურიზმი ასეთი ტემპით იზრდება, – ამის შესახებ სოციალურ ქსელში საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ლევან მაჭავარიანი წერს
“ჩვენი უძველესი კულტურის, უნიკალური ტრადიციების, ულამაზესი ბუნების, უგემრიელესი სამზარეულოს და განსაკუთრებული სტუმართმოყვარეობის გარდა, არის კიდევ ერთი მიზეზი, რის გამოც ჩვენს ქვეყანაში ტურიზმი ასეთი ტემპით იზრდება”, – წერს ლევან მაჭავარიანი X-ზე.
სტატისტიკის თანახმად, მარტო გადაადგილების მხრივ, საქართველო ევროპის მასშტაბით პირველ ხუთეულშია და უსწრებს ისეთ ქვეყნებს, როგორებიცაა: შვეიცარია, ჩეხეთი, დანია, ესტონეთი და ფინეთი.