spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

ლევან მაჭავარიანი – ასეთი ლოგიკით, გამჭვირვალობის კანონს არასამთავრობოების მხოლოდ 1,5% აპროტესტებდა და 0,4% ასაჩივრებს

გამჭვირვალობის რეესტრში არასამთავრობოების მხოლოდ 1% დარეგისტრირდაო – ნაცების ახალი მესიჯი.  ასეთი ლოგიკით, გამჭვირვალობის კანონს არასამთავრობოების მხოლოდ 1,5% აპროტესტებდა. გასაჩივრებით მხოლოდ 0,4% ასაჩივრებს, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ლევან მაჭავარიანი სოციალურ ქსელში წერს.

მისი განცხადებით, სინამდვილეში, 30 ათასი არასამთავრობო ორგანიზაცია, მხოლოდ ფურცელზე არსებობს, ხოლო, რამდენიმე ასეული მოქმედი ორგანიზაციიდან კი, რეესტრში სამასამდე მათგანმა შეიტანა განაცხადი.

“გამჭვირვალობის რეესტრში არასამთავრობოების მხოლოდ 1% დარეგისტრირდაო – ნაცების ახალი მესიჯი.

ასეთი ლოგიკით, გამჭვირვალობის კანონს არასამთავრობოების მხოლოდ 1,5% აპროტესტებდა.
გასაჩივრებით მხოლოდ 0,4% ასაჩივრებს.

მოკლედ, მაგარი კატა გამოჩხრიკეს…

სინამდვილეში 30 ათასი არასამთავრობო მხოლოდ ფურცელზე არსებობს, რამდენიმე ასეული მოქმედი არასამთავრობოდან კი სამასამდე ორგანიზაციამ უკვე შეიტანა განაცხადი.

კიდევ უფრო კონკრეტულად – საუბარია მოქმედ არასამთავრობო ორგანიზაციაზე, რომელსაც დაფინანსების 20%-ზე მეტი უცხოეთიდან აქვს.

ანუ, თუ სწორად იტყვიან და არ მოიტყუებიან, აღმოჩნდება, რომ ნახევარზე გაცილებით მეტს უკვე შეტანილი აქვს განაცხადი. კიდევ უფრო ზუსტი მონაცემები კანონის ბოლომდე აღსრულების შემდეგ გახდება ცნობილი”, –  წერს ლევან მაჭავარიანი.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები