spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

ლევან მაჭავარიანი – რომელი სპეცსამსახურების დავალებით მოქმედებდნენ და რა ძალა აიძულებდათ ასეთ მარაზმზე წასულიყო ცოლ-ქმარი?!

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ლევან მაჭავარიანი ბლოგერ უჩა აბაშიძის და მისი მეუღლის დაკავებას და შსს-ში გამართულ ბრიფინგს ეხმიანება, რომლის თანახმად,  აბაშიძემ და მისმა მეუღლემ, მარიამ იაშვილმა უკანონოდ მოიპოვეს და მათ კუთვნილ კომპიუტერულ სისტემაში ასეულობით პირის პირადი ცხოვრების საიდუმლოს შემცველი ინფორმაცია შეინახეს.

 

“1. რომელი სპეცსამსახურების დავალებით მოქმედებდნენ და რა ძალა აიძულებდათ ასეთ მარაზმზე წასულიყო ცოლ-ქმარი?!

 

2. ვინ არიან ადამიანები, ვინც მათი კომპრომატების შანტაჟით ჩაერთო საპროტესტო მოვლენებში?!

 

3. რატომ მოხდა, რომ უჩა აბაშიძის დაკავებას მოყვა ყველაზე დიდი პროტესტი აქციების ორგანიზატორთა მხრიდან და რამდენიმე წუთში გადაკეტეს ჭავჭავაძის გამზირი. გამოდის, რომ ორგანიზატორები საქმის კურსში იყვნენ მის მიერ ამაზრზენი კომპრომატების მოგროვების შესახებ?!” – წერს ლევან მაჭავარიანი.

 

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები