spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

ლევან მესხორაძე – ეს ადასტურებს იმ პოზიციას, რომელიც საქართველოს ხელისუფლებას გააჩნდა 2008 წლის ომთან დაკავშირებით

ეს ადასტურებს იმ პოზიციას, რომელიც საქართველოს ხელისუფლებას გააჩნდა 2008 წლის ომთან დაკავშირებით, –  ამის შესახებ  Front News-ს “ევროპის უნივერსიტეტის“ პროფესორმა, აგვისტოს ომის საქმეზე სტრასბურგის სასამართლოში საქართველოს წარმომადგენელმა ლევან მესხორაძემ ჰააგის სასამართლოს პროკურორის გადაწყვეტილების კომენტირებისას განუცხადა. 

 

მისი განმარტებით, ჰააგის პროკურატურის ოფისის გადაწყვეტილება ადასტურებს, რომ ქართული არმია საერთაშორისო ნორმების დაცვით მოქმედებდა. 

 

“ჰააგის პროკურატურის ოფისის ეს გადაწყვეტილება ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენთვის. ეს არის ქართული სახელმწიფოსთვის მნიშვნელოვანი წარმატება, ადასტურებს იმ პოზიციას, რომელიც საქართველოს ხელისუფლებას გააჩნდა ომთან დაკავშირებით, რაც გულისხმობს რუსეთის კონტროლის ქვეშ მყოფი დეფაქტო ხელისუფლების წარმომადგენლების მხრიდან ომის დროს ჩადენილ საერთაშორისო დანაშაულებს. მეორეს მხრივ, ეს ადასტურებს, რომ ქართული არმია, როგორც ამას ქართული სახელმწიფო აცხადებდა მოქმედებდა საერთაშორისო სამსართლის ნორმების შესაბამისად“- განაცხადა მესხორაძემ.

 

რაც შეეხება ვადებს, მესხორაძის თქმით,  საერთაშორისო სასამართლო პროცედურები გარკვეულ დროსთან არის დაკავშირებული. “რაც შეეხება დროულობას, ჯერ საქართველოს გენერალური პროკურატურა აწარმოებდა გამოძიებას, ჰააგაში ამ საქმეზე გამოძიება  2016 წლის იანვარში დაიწყო,  2022 წელს კი  შეძლო გამოძიებამ გამოეკვეთა დე ფაქტო ხელისუფლების სამი მაღალჩინოსნის მიერ ეთნიკური ქართველების წინააღმდეგ ჩადენილი  დანაშაული.

 

საერთაშორიოსო სასამართლო პროცედურები გარკვეულ დროსთან არის დაკავშირებული, ეს დრო არც თუ ისე მცირეა, ხანგრძლივობა საკითხის მასშტაბურობიდან და კომპლექსურობიდან გამომდინარეობს“ – განაცხადა ლევან მესხორაძემ

 

მისივე განმარტებით,  თუ ეს პირები, რომელიმე სახელმწიფოს საზღვარზე მოხვდებიან, მათ დააკავებენ  და  წარუდგენენ სასამართლოს.

 

სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს (ICC) პროკურორმა კარიმ ხანმა აგვისტოს ომის საქმეზე სამი პირის დაკავების ორდერისთვის განაცხადი შეიტანა.

 

კარიმ ხანის განცხადებით, აღნიშნული პირები არიან: გენერალ-ლეიტენანტი მიხაილ მინძაევი, რომელიც 2005-2008 წლებში „სამხრეთ ოსეთის“ დე ფაქტო ადმინისტრაციის ე.წ. შინაგან საქმეთა მინისტრი იყო; გამლეტ გუჩმაზოვი, რომელიც აგვისტოს ომის დროს „სამხრეთ ოსეთის“ დე ფაქტო „შინაგან საქმეთა სამინისტროს“ წინასწარი დაკავების დაწესებულების უფროსი იყო; დავით სანაკოევი, “სამხრეთ ოსეთის“ ე.წ. „პრეზიდენტის“ დე ფაქტო წარმომადგენელი ადამიანის უფლებათა საკითხებში, ასევე ცნობილი როგორც „ომბუდსმენი“ აგვისტოს ომის მოვლენების დროს.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები