spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

ლევან მგალობლიშვილი – აფხაზური ენა იუნესკოს გაქრობის საფრთხის წინაშე მდგომი ენების სიაშია შეტანილი და საქართველოს ხელისუფლება მის დაცვაზე მუდმივად ზრუნავს

აფხაზური ენა იუნესკოს გაქრობის საფრთხის წინაშე მდგომი ენების სიაშია შეტანილი და საქართველოს ხელისუფლება მის დაცვასა და განვითარებაზე მუდმივად ზრუნავს, – ამის შესახებ აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარემ ლევან მგალობლიშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, აფხაზური ენის დასაცავად კიდევ უფრო მეტი ღონისძიებები განხორციელდება.

“27 ოქტომბერი არის აფხაზური ენის დღე. საქართველოს კონსტიტუციით აფხაზურ ენას, ქართულთან ერთად, აფხაზეთის ტერიტორიაზე სახელმწიფო ენის სტატუსი აქვს მინიჭებული. აფხაზური ენა იუნესკოს გაქრობის საფრთხის წინაშე მდგომი ენების სიაშია შეტანილი და საქართველოს ხელისუფლება მის დაცვასა და განვითარებაზე მუდმივად ზრუნავს. აფხაზეთის რამდენიმე საჯარო სკოლაში აფხაზური ენა არჩევითი საგნის სახით ისწავლება და ჩვენი მიზანია, კიდევ უფრო მეტი ღონისძიებები განვახორციელოთ მის დასაცავად.

აფხაზური ენა ჩემთვისაც ძვირფასი და მშობლიურია და ვულოცავ ამ დღეს ყველას. დარწმუნებული ვარ, მალე შევძლებთ ერთმანეთთან ისევ დაახლოებას, ტკივილების მოშუშებას და მშვიდობიან და აყვავებულ ქვეყანაში ყველა ერთად ცხოვრებას“, – განაცხადა მგალობლიშვილმა.

საქართველოში აფხაზური ენის დღე  2007 წლიდან აღინიშნება.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები