spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

ლევან მგალობლიშვილი ჩეხეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს შეხვდა

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე ლევან მგალობლიშვილი საქართველოში ჩეხეთის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს პეტრ კუბერნატს შეხვდა.

გაცნობით ხასიათის შეხვედრაზე ლევან მგალობლიშვილმა პეტრ კუბერნატს ჩეხეთის რესპუბლიკის დაარსების დღე მიულოცა.

შეხვედრის მიმდინარეობისას, მთავრობის თავმჯდომარემ დეტალურად ისაუბრა ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზე არსებულ ვითარებაზე, ადამიანის ფუნდამენტური უფლებების დარღვევის ფაქტებსა და თავისუფალ გადაადგილებაზე დაწესებული შეზღუდვებით შექმნილ გამოწვევებზე.

ელჩმა კიდევ ერთხელ დაადასტურა ჩეხეთის რესპუბლიკის მთავრობის მტკიცე მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტის და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ.

ლევან მგალობლიშვილმა ჩეხ დიპლომატს წლების განმავლობაში დროებით დევნილი მოსახლეობის სასარგებლოდ განხორციელებული პროექტებისთვის მადლობა გადაუხადა.

მხარეები ურთიერთთანამშრომლობის სამომავლო გეგმებზე შეთანხმდნენ.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები