spot_img
spot_imgspot_img
spot_img

ლევან მგალობლიშვილი ინტეგრირებული თეატრის “აზდაკის ბაღის“ საიუბილეო საღამოს დაესწრო

აკაკი ხორავას სახელობის მსახიობის სახლში ინტეგრირებული თეატრის „აზდაკის ბაღის“ 10 წლის იუბილესადმი მიძღვნილი საღამო გაიმართა, რომელსაც აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე ლევან მგალობლიშვილი დაესწრო.

“აზდაკის ბაღის” საიუბილეო საღამოზე თეატრის დაარსების ისტორია გაიხსენეს, მის მნიშვნელობაზე ისაუბრეს და ინტეგრირებული თეატრის სხვადასხვა სპექტაკლებიდან ეპიზოდები წარმოადგინეს.

ღონისძიების ფარგლებში, დამსწრე საზოგადოებას სიტყვით აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარემ მიმართა და ინტეგრირებული თეატრის დასს 10 წლის იუბილე მიულოცა.

ლევან მგალობლიშვილმა „აზდაკის ბაღისთვის“ სახელმწიფო თეატრის სტატუსის მინიჭების თაობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ აფხაზეთის მთავრობა, თეატრს, შემოქმედებითი საქმიანობის ხელშეწყობისთვის შესაბამის სივრცეს გამოუყოფს.

„მოხარული ვარ, რომ შესაძლებლობა მაქვს პირადად მივულოცო თეატრს 10 წლის იუბილე. ჩვენი გუნდის ერთობლივი მსჯელობის შედეგად, „აზდაკის ბაღს“ აფხაზეთის სახელმწიფო თეატრის სტატუსი მივანიჭეთ, რომელიც სპეციალურად ამ გადაწყვეტილების მისაღებად გამართულ მთავრობის სხდომაზე იურიდიულ ჩარჩოში მოექცა“, – განაცხადა ლევან მგალობლიშვილმა.

საღამოს საქართველოს კულტურის მინისტრი თინათინ რუხაძე, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე, ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისა და დეოკუპაციის საკითხებთან დაკავშირებული დროებითი კომისიის თავმჯდომარე გიორგი ვოლსკი, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის პირველი მოადგილე ლია გიგაური, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წევრები და უმაღლესი საბჭოს დეპუტატები, საქართველოს პარლამენტის წევრები ესწრებოდნენ.

ინტეგრირებული თეატრი „აზდაკის ბაღი“ 2015 წელს დაარსდა და მისი დასი 20-მდე განსაკუთრებული საჭიროების მქონე პირს, მათ შორის აფხაზეთიდან დროებით დევნილ მსახიობებს აერთიანებს.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები