spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

ლევან მგალობლიშვილი თურქეთის რესპუბლიკის 101 წლისადმი მიძღვნილ საზეიმო მიღებას დაესწრო

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე, ლევან მგალობლიშვილი თურქეთის რესპუბლიკის დაარსებიდან 101 წლისთავისადმი მიძღვნილ საზეიმო მიღებას დაესწრო და თურქეთის რესპუბლიკის ელჩს ალი ქაან ორბაის ეროვნული დღესასწაული პირადად მიულოცა.

ღონისძიების სტუმრებმა თურქეთის რესპუბლიკის პრეზიდენტის რეჯეფ თაიფ ერდოღანის სპეციალური ვიდეომიმართვა მოისმინეს. სიტყვით გამოვიდნენ საქართველოში თურქეთის რესპუბლიკის ელჩი ალი ქაან ორბაი და საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი. შესრულდა თურქეთისა და საქართველოს ჰიმნები.

საზეიმო მიღებას ქვეყნის საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლებისა და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები, ასევე სხვა მიწვეული სტუმრები ესწრებოდნენ.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები