ვულოცავ შინაგან საქმეთა მინისტრ ვახტანგ გომელაურს ვიცე-პრემიერად დანიშვნას და წარმატებებს ვუსურვებ, – ამის შესახებ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე ლევან მგალობლიშვილი სოციალურ ქსელში წერს.
მისი განცხადებით, ვახტანგ გომელაური ქვეყანაში მშვიდობის, წესრიგის და სტაბილურობის შენარჩუნებას ემსახურება.
“ვახტანგ გომელაური თავის უწყებასთან და თანამშრომლებთან ერთად ქვეყანაში მშვიდობის, წესრიგის და სტაბილურობის შენარჩუნებას ემსახურება და პრემიერ-მინისტრის ეს გადაწყვეტილება მხოლოდ მისასალმებელია“, – წერს ლევან მგალობლიშვილი.
ვახტანგ გომელაური ვიცე-პრემიერად დღეს დაინიშნა.