spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

ლევან მგალობლიშვილი ზუგდიდში აფხაზეთიდან დროებით დევნილ მოსახლეობას შეხვდა

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე ლევან მგალობლიშვილი, აფხაზეთის მთავრობის წევრებთან, „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ ზუგდიდის დელეგატ დავით კოდუასთან, მმართველი პარტიის საარჩევნო სიის წევრებთან და ადგილობრივ ხელისუფლებასთან ერთად, ზუგდიდში, აფხაზეთიდან დევნილი საზოგადოების სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლებსა და ომის ვეტერანებს შეხვდა.

მოსახლეობასთან შეხვედრის მიმდინარეობისას ყურადღება გამახვილდა მათთან აქტიური კომუნიკაციის აუცილებლობაზე.

აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარის ლევან მგალობლიშვილის განცხადებით, მისი გუნდისთვის პრიორიტეტს, დევნილი საზოგადოებისთვის აფხაზეთის მთავრობის პროგრამებსა და პროექტებზე ხელმისაწვდომობის გაზრდა წარმოადგენს.

“მე, ჩემს გუნდთან ერთად, ავიღე პასუხისმგებლობა, რომ თქვენთვის მაქსიმალურად ხელმისაწვდომი გახდეს ყველა სერვისი, რასაც ჩვენი მთავრობა ახორციელებს, იქნება ეს ჯანდაცვის თუ სხვა ეკონომიკური გაძლიერების მიმართულებით მოქმედი პროგრამები“, – განაცხადა ლევან მგალობლიშვილმა.

შეხვედრა აფხაზეთის საზოგადოებრივი საბჭოს თავმჯდომარე დავით გულუას ორგანიზებით ჩატარდა.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები