აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის ლევან მგალობლიშვილის დავალებით, აფხაზეთიდან დროებით დევნილი მოსახლეობის საჭიროებების შესწავლის მიზნით, აფხაზეთის მთავრობის აპარატის ადმინისტრაციულ ორგანოებთან და მოქალაქეებთან ურთიერთობისა და საქმისწარმოების დეპარტამენტის უფროსი გიორგი დათუაშვილი იმერეთის, სამეგრელო-ზემო სვანეთის და აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში იმყოფებოდა.
დეპარტამენტის უფროსი აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა კომპაქტური განსახლების ობიექტებს ესტუმრა და ადგილზე არსებულ საჭიროებებს გაეცნო.
მიღებული ინფორმაციის საფუძველზე, აფხაზეთის მთავრობის შესაბამისი სტრუქტურების მიერ, დროებით დევნილთა საჭიროებების გათვალისწინებით, მყისიერად განხორციელდა მცირე ინფრასტრუქტურული სამუშაოები.
რამდენიმე ლოკაციაზე შეკეთდა სასმელი წყლის მილები, დაბა ჩაქვის კომპაქტურ დასახლებაში მოწესრიგდა მიწისქვეშა კომუნიკაციები, ადგილობრივი ხელისუფლების დახმარებით დაიწყო ქობულეთის მე-7 საჯარო სკოლის ეზოს კეთილმოწყობის სამუშაოები.
მოსახლეობასთან შეხვედრებზე ასევე გამოიკვეთა პირადი საჭიროების სხვა საკითხები. ქუთაისში ბიზნესინკუბატორის ბაზაზე არსებულ საწარმოში დასაქმდა 3 ადამიანი. გაიცა ერთჯერადი მატერიალური დახმარება და უახლოეს პერიოდში ბენზეს დასახლებაში მცხოვრებ ქალბატონს სპეციალური საჭიროების გადასაადგილებელი ეტლი გადაეცემა.