აფხაზეთის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ლაშა ქარდავა გახდა. ახალი მინისტრი თანამშრომლებს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე ლევან მგალობლიშვილმა წარუდგინა.
ლაშა ქარდავას სხვადასხვა სექტორში მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება აქვს.
1996-2005 წლებში მუშაობდა სახელმწიფო საგადასახადო ინსპექციაში სხვადასხვა პოზიციებზე.
2005-2006 წლებში იყო თბილისის საგადასახადო სამსახურის აუდიტის განყოფილების მთავარი ინსპექტორი.
2006-2015 წლებში აუდიტორული ფირმა შპს „კოლხი 2005“-ის აუდიტი.
2010 წლიდან – შპს „გლობალ აუდიტის” დირექტორი – პარტნიორი
2015-2016 წლებში ს.ს “გუდვილის” სამეთვალყურეო საბჭოსთან არსებული აუდიტისა და მონიტორინგის კომიტეტის ფინანსური ანალიზის სპეციალისტი.
2019 წლიდან – შპს „ჰეალაინ ინტერნეიშენელის“ ფინანსური მენეჯერი, 2023 წლიდან – შპს „აბგრეიდ კონსტრაქშენის“ შიდა აუდიტისა და კონტროლის მენეჯერი.
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს დეპუტატებმა მთავრობის ახალ თავმჯდომარესა და მინისტრთა კაბინეტის შემადგენლობას ნდობა დღეს გამოუცხადეს. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარედ ლევან მგალობლიშვილი დაინიშნა.