ცხადია, რომ დიდი პროვოკაციები მზადდებოდა სასამართლო ხელისუფლების მიმართ. კიდევ ველოდები, რომ რაღაც მოძრაობები ამ მიმართულებით იქნება, მაგრამ ჩემი ეს ნაბიჯი განპირობებული იყო იმით, რომ დამენახებინა, რომ რასაც გოგაშვილი ლაპარაკობს, ეს არის აბსოლუტური სიცრუე და არ შეესაბამება სინამდვილეს, – ამის შესახებ “იმედის” ეთერში მოსამართლემ ლევან მურუსიძემ განაცხადა.
“საგამოძიებო უწყებას მივმართე, ვინაიდან მიმაჩნია, რომ რაც ხდება ბოლო დღეებში კონკრეტულად ჩემ მიმართ, სასამართლო სისტემის მიმართ, ეს არის მიზანმიმართული და დაგეგმილი პროვოკაცია, ცილისმწამებლური კამპანია. სამწუხაროდ, ამაში ჩართულია ძალიან დიდი სპექტრი და ახლა ჩართეს სოსო გოგაშვილიც.
პიროვნულად ჩემგან წლების განმავლობაში ტელევიზიები, პოლიტიკოსები, არასამთავრობო ორგანიზაციები ქმნიან უარყოფით პერსონაჟს. მე რომ გადამერჩინა სასამართლო სისტემა და დიდი პროვოკაცია თავიდან ამეცილებინა, იძულებული ვიყავი, ასეთი ნაბიჯი გადამედგა. სხვა მტკიცებულებებიც მაქვს, მივმართავ პროკურატურას და ყველაფერს გავაკეთებ, რომ ეს სიბინძურე ასცდეს სასამართლო სისტემას და კონკრეტულ მოსამართლეებს. ყველას მინდა მოვუწოდო, რომ სასამართლოსთან იქონიონ ჯანსაღი ურთიერთობა, ეცადონ არ გარიონ სხვადასხვა ადამიანი ამ პროვოკაციაში. თუ მართლა სურთ, რომ სასამართლო სისტემა განვითარდეს და ყველაფერი წავიდეს სწორი ნაბიჯებით, ჩემი თხოვნა იქნება, ნუ ჩარევენ ამ კამპანიაში სხვადასხვა ადამიანს და ორგანიზაციას. არ ვიცი, ამას ვინ აკეთებს, მაგრამ ცხადია, რომ დიდი პროვოკაციები მზადდებოდა სასამართლო ხელისუფლების მიმართ.
კიდევ ველოდები, რომ რაღაც მოძრაობები ამ მიმართულებით იქნება, მაგრამ ჩემი ეს ნაბიჯი განპირობებული იყო იმით, რომ დამენახებინა, რომ რასაც გოგაშვილი ლაპარაკობს, ეს არის აბსოლუტური სიცრუე და არ შეესაბამება სინამდვილეს.
სიმართლე გითხრათ, მომავალში რასაც გამოაქვეყნებს, აღარ ვაპირებ კომენტარების გაკეთებას. მე დარწმუნებული ვარ, ნებისმიერი ექსპერტიზის დასკვნა დაადასტურებს, რომ ეს ჩანაწერი არის ავთენტური“, – აცხადებს მურუსიძე.