spot_img
spot_imgspot_img
spot_img

ლევან მურუსიძე – საელჩოს ჰქონდა ყოველთვის მცდელობა, რომ გაეკონტროლებინა სასამართლო სისტემა

ლევან მურუსიძე აცხადებს, რომ ამერიკის სანქციების მიზანი სასამართლო ხელისუფლების ხელში ჩაგდებაა, რასაც წლებია, სხვადასხვა მცდელობებით ცდილობენ.

 

“მე პირდაპირ გეტყვით, რომ აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ, რომ აღნიშნული საკითხი არ გადაიხედება, ვინაიდან, საქმე არ არის კორუფციაში და ამას სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ. კორუფცია ეს არის უბრალოდ შირმა, აპრობირებული მეთოდი, რომლითაც ხდება გარკვეული მიზნის მიღწევა და მე მოგახსენებთ რა არის მოსამართლეებზე კორუფციის ბრალდების დაბრალება, რომელსაც კიდევ ვიმეორებ არის თითიდან გამოწოვილი და ვერ წარმოადგენენ ვერავითარ მტკიცებულებებს ამასთან დაკავშირებით. 

 

ახლა რა არის ნამდვილი მიზეზი, ეს გრძელდება წლების განმავლობაში და რეალური მიზეზი არის სასამართლო ხელისუფლების ხელში ჩაგდება, რომელიც ხორციელდებოდა, მცდელობები იყო დასაწყისში ჯერ არასამთავრობო სექტორის მეშვეობით, შემდეგ ამაში ჩაერთნენ პოლიტიკური პარტიები, შემდგომ ვთქვათ საერთაშორისო ორგანიზაციები, რომლებიც მიზანმიმართულად წერდნენ ე.წ. სასამართლო კლანზე და ამზადებდნენ პოზიციებს, მაგრამ აღნიშნული შედეგი რომ ვერ იქნა მიღწეული, რომ ვერ მოხდა სასამართლოს ხელში ჩაგდება და მიტაცება, ვინაიდან სრული პასუხისმგებლობით ვიძახი, რომ საელჩოს ჰქონდა ყოველთვის მცდელობა, რომ გაეკონტროლებინა სასამართლო სისტემა, შესაბამისად მიიღეს ეს გადაწყვეტილება. 

 

დასანქცირებით სასამართლო სისტემას გაეგზავნა მესიჯი, რაც არის შემდეგი “თუ მოსამართლეები არ გაითვალისწინებენ ელჩის და საელჩოს პოზიციებს კონკრეტულ საქმესთან დაკავშირებით და არ მიიღებს მოსამართლე იმ გადაწყვეტილებას, რაც ელჩისთვის არის მისაღები და რაც შეესაბამება მის პოლიტიკას, ყველას მოგექცევით ისე, როგორც მოვექეცით იმ მოსამართლეებს, რომლებიც დავასანქცირეთ”, – განაცხადა მურუსიძემ.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები