spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

ლევან ნიკოლეიშვილი – ეს ალბათ, დემოკრატიის თუ პროდასავლურობის ახალი უმაღლესი სტანდარტი გახლავთ

ვინც უცხოელების დაფინანსებულ ორგანიზაციებში მუშაობს, მათ მობილიზაცია არც შეეხებათ, არც ომში წავლენ – ეს ალბათ, დემოკრატიის თუ პროდასავლურობის ახალი უმაღლესი სტანდარტი გახლავთ! – ამის შესახებ ექსპერტი, “ერთიანი ნეიტრალური საქართველოს” წევრი ლევან ნიკოლეიშვილი სოციალურ ქსელში წერს.

“უკრაინის ხელისუფლებას ბატონის შვილები ჯარში არ მიჰყავს! ვინც უცხოელებთან, უცხოელების დაფინანსებულ ორგანიზაციებში მუშაობს მათ მობილიზაცია არც შეეხებათ, შესაბამისად არც ომში არ წავლენ. ე.ი. თუ უკრაინის უცხოელ ბატონ-პატრონებთან მუშაობს და რეალურად მათი შვილობილი თუ შვილია ან ბატონის შვილია, ის ქვეყნისთვის არ იომებს… უკრაინისთვის უნდა იომონ და დაიხოცონ მხოლოდ უბრალო, ჩვეულებრივი უპატრონო უკრაინელები! ეს ალბათ, დემოკრატიის თუ პროდასავლურობის ახალი უმაღლესი სტანდარტი გახლავთ!

მგონი ყველა უნდა დავფიქრდეთ რატომ ამბობენ, რომ უკრაინა მზადაა ევროკავშირის წევრობის მოლაპარაკების დაწყებისათვისო, დავიჯერო ჩვენ ასეთი რამ გვინდა ან გვჭირდება?!” – წერს ლევან ნიკოლეიშვილი.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები