spot_img
spot_imgspot_img
spot_img

ლევან ნიკოლეიშვილი – ნეტავ, თვითონ თუ სჯერა რას ბოდიალობს? ალბათ, ისევ უცხოელმა ლობისტებმა და “პიარშიკებმა” ურჩიეს ასე თქვიო

ავანტიურისტი, საკუთარი ქვეყნის ტერიტორიების 20 %-ს რუსეთისთვის ხონჩით მიმრთმევი, სტრატეგიული ობიექტების ოკუპანტისთვის გადამცემი, ძალადობრივი რეჟიმის შემქმნელი, ჯარისა და გმირების ცხედრების მიმტოვებელი, საკუთარი ქვეყნის მოქალაქეობაზე უარისმთქმელი, მტირალა, ღირსების არ მქონე პატიმარი, თურმე აფხაზეთისა და სამაჩაბლოს დაბრუნებისთვის ემზადება – ასე ეხმიანება ექსპერტი ლევან ნიკოლეიშვილი სოციალურ ქსელში მიხეილ სააკაშვილის განცხადებას. 

 

“არ გამოვიდა შიმშილობა, არ გამოვიდა ავადმყოფობა, ახლა კი ისევ პოლიტიკური მესიჯებით უნდა ფონს გასვლა, მაგრამ სააკაშვილის ნებისმიერი აქტივობა უკვე იცით რას ემსგავსება? დიახ, მიცვალებულის თავის წამოწევას! ავანტიურისტი, საკუთარი ქვეყნის ტერიტორიების 20 %-ს რუსეთისთვის ხონჩით მიმრთმევი, სტრატეგიული ობიექტების ოკუპანტისთვის გადამცემი, ძალადობრივი რეჟიმის შემქმნელი, ჯარისა და გმირების ცხედრების მიმტოვებელი, საკუთარი ქვეყნის მოქალაქეობაზე უარისმთქმელი, მტირალა, ღირსების არ მქონე პატიმარი, თურმე აფხაზეთისა და სამაჩაბლოს დაბრუნებისთვის ემზადება! 

 

ნეტავ, თვითონ თუ სჯერა რას ბოდიალობს? ალბათ, ისევ უცხოელმა ლობისტებმა და “პიარშიკებმა” ურჩიეს ასე თქვიო! აი, წინა რჩევებმა ხომ გაამართლა, ისე იმ თვალსაზრისით თუ შევხედავთ მიცვალებული კი არ ადგა, მაგრამ ადგომას ნამდვილად ცდილობს!“ – წერს ლევან ნიკოლეიშვილი.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები