“ძალიან დაბალი აზროვნების, შეგნებისა და ნული ინტელექტის მქონე ხელმოცარულების ხელწერაა, როდესაც ვერაფერს ვერ აღწევენ და გინებაზე, წყევლაზე და შეურაცხყოფაზე გადადიან“, – წერს ექსპერტი ლევან ნიკოლეიშვილი 2 ივნისს, პარლამენტთან განვითარებული მოვლენების შესახებ.
“ძალიან დაბალი აზროვნების, შეგნებისა და ნული ინტელექტის მქონე ხელმოცარულების ხელწერაა, როდესაც ვერაფერს ვერ აღწევენ და გინებაზე, წყევლაზე და შეურაცხყოფაზე გადადიან. საერთოდ, ზნედაცემულები სწორედ ასე იქცევიან, სახელებს უზრდელობასთან „შეაზავებენ“ მერე ქირქილით ამ ყველაფერს ერთმანეთში იმეორებენ და თვითდაკმაყოფილებით ტკბებიან. იცით ვის ჰგვანან, აი მასწავლებელს ან პოლიციელს ზურგს უკან, რომ ენას უყოფენ, ან ფანჯრიდან, რომ რაღაცას მოგაყვირებენ და თუ მინაზე მიუკაკუნებ „დედიკოს“ ან „ბებიკოს“, რომ გამოგიყვანენ… ეს მართლა ყველანაირად გაკოტრებული, უსამშობლო მონები, ვერაფერს ვერ აღწევენ, ხალხს არ უყვართ, გულზე გასივებულები კი ქართულს, ეკლესიურს, ტრადიციულს, კულტურულს, წარმატებულს ვერ იტანენ და იაფფასიანი პერფორმანსებით უნდათ ყურადღების მიქცევა. აბა, რამე უთხარი, სასწრაფოდ ტირილ-წივილით გარბიან თავის უცხოელ „დედიკო-დედინაცვლებთან,“ „ამან ასე მითხრა, ამან ასე მიქნას“ ძახილით…როგორც ჩანს ერთ საპირფარეშოზე, მარტო ერთის პორტრეტის დაკიდება არ კმარა, ესენი დიდ სურათების გამოფენას მოწყობას ითხოვენ“, – წერს ლევან ნიკოლეიშვილი.