spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

ლევან ნიკოლეიშვილი – რადიკალებმა ჯობია, დროულად ამოდონ ლაგამი თავიანთ აქტივისტებს, ირაკლი ზარქუასავით მოთმინებით ყველა არ მოიქცევა

რადიკალებმა ჯობია, დროულად ამოდონ ლაგამი თავიანთ აქტივისტებს, ირაკლი ზარქუასავით მოთმინებით ყველა არ მოიქცევა, – წერს ექსპერტი ლევან ნიკოლეიშვილი სოციალურ ქსელში.

 

“ირაკლი ზარქუა, ალბათ ერთ-ერთი იმათგანია, ვინც ხალხში განსაკუთრებული სიმპათიით და პოპულარობით სარგებლობს, თავისი იუმორის, ენამოსწრებულობის და გულახდილობის გამო. გასაგებია, რომ არის გარკვეულ კატეგორია, რომელიც მის  გამონათქვამებსა თუ მოსაზრებებს არ ეთანხმება (ან უბრალოდ გონება ვერ სწვდება!), მაგრამ მივარდნა, ბულინგის მცდელობა და უკიდურესი უზრდელობის გამოხატვა,  არ არის ის რასაც თუნდაც საწინააღმდეგო აზრის მქონე ადამიანი უნდა აკეთებდეს, ეს უბრალოდ უკიდურესი უვიცობისა და უკულტურობის გამოვლინებაა. სამწუხაროდ, ამ მეთოდს უფრო ემხრობა კოლექტიური ნაცმოძრაობა და მისი აქტივისტები.  

 

ცხადია, თავიდანვე შეცდომა იქნა დაშვებული, რომ  ეპატიათ „შავი ხვრელები,“ პოლიციელებზე თავდასხმები და შეურაცხყოფები, „არა, არა“-ს,  „რუსებო“-ს, „მონებო“-ს თუ “მოღალატე” -ს  შეძახილები. ახლა მდგომარეობა შეცვლილია,  არათუ მათ დაუთმობს ვინმე რამეს, არამედ ამერიკელებსა თუ ევროპელებს არვინ ერიდება სიმართლე უთხრას პირში. რადიკალებმაც ალბათ, ჯობია დროულად ამოდონ ლაგამი თავიანთ აქტივისტებს,  თორემ ცოტა სახიფათოცაა ვინმემ მოგზავნილ  უზრდელს უფრო მკაცრი პასუხი არ გასცეს,  ირაკლი ზარქუასავით მოთმინებით შესაძლოა, ყველა  არ მოიქცეს”, – წერს ნიკოლეიშვილი.

 

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები