spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

ლევან ნიკოლეიშვილი – შეთხზა ახალი ამბავი თითქოს, ისეთ პატივს სცემს საავადმყოფოს პერსონალი, რომ ტორტი მიუძღვნეს, სინამდვილეში კექსი თვითონ შეიძინა

ანალიტიკოს ლევან ნიკოლეიშვილის განცხადებით 21 დეკემბერს, საკუთარ დაბადების დღეზე მიხეილ სააკაშვილმა თავად შეიძინა კექსი და შეთხზა ახალი ამბავი, რომ მედპერსონალმა მას ტორტი მიუძღვნა.

 

როგორც ექსპერტმა გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა, ის პერფორმანსები და საჩუქრები, რაც სააკაშვილს დაბადების დღეზე მიუძღვნეს, მას არ ეყო. 

 

“ახლა ახალი ამბავი გახლავთ ის, რომ 21 დეკემბერს დაბადების დღე იყო ბატონი ტუსაღის და ის პერფორმანსები და საჩუქრები, რაც მას მიუძღვნეს, არ ეყო. როგორც ჩანს, ბავშვობიდან სჭირს მას დაუკმაყოფილებლობის გრძნობა გარკვეული საჩუქრების მიმართ და შეთხზა ახალი ამბავი, რომ იქ ისე უყვართ ის და ისეთ პატივს სცემს საავადმყოფოს პერსონალი, რომ ტორტი მიუძღვნეს. სინამდვილეში მან კექსითვითონ შეიძინა. ის სამხედრო ჰოსპიტალში იმყოფება და ასეთი ინფორმაციები ჟონავს“, – განაცხადა ლევან ნიკოლეიშვილმა. 

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები