ვენეციის კომისიის დასკვნა არის პოლიტიკური სულისკვეთებით გაჯერებული მიკერძოებული ქაღალდების დასტა, რომელიც იმეორებს იმ უცხოელების ნარატივს, რომლებიც ამბობენ, რომ ქართული კანონი არ ვარგა, მაგრამ რატომ ვერ ასაბუთებენ, – წერს სოციალურ ქსელში ექსპერტი ლევან ნიკოლეიშვილი.
“ვენეციის კომისიის დასკვნაზე შემიძლია ძალიან მოკლედ ვთქვა ორი რამ: 1. ეს არ არის სამართლებრივი დოკუმენტი, სადაც გაწერილი იქნებოდა არგუმენტირებული რეკომენდაციები. 2. ეს პოლიტიკური სულისკვეთებით გაჯერებული მიკერძოებული ქაღალდების დასტა, რომელიც იმეორებს იმ უცხოელების ნარატივს, რომ ქართული კანონი არ ვარგა, მაგრამ რატომ ვერ გვეუბნებიან“, – წერს ნიკოლეიშვილი.