ეს არის მიზანმიმართულად, წინასწარგანზრახვით გაკეთებული, დამერწმუნეთ, ძალიან დიდი სკანდალი იქნება, როდესაც ეს გახმაურდება, – ამის შესახებ ექიმმა ლევან ფერაძემ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის შესახებ ამერიკელი ექსპერტის მიერ მომზადებული დასკვნის კომენტირებისას განაცხადა.
ექიმის თქმით, ხელისუფლებამ მოწამვლის ფაქტზე საქმე უნდა აღძრას და დამნაშავეები იპოვოს.
“მეც შოკირებული ვარ ამ დასკვნით დარიშხანი და ვერცხლისწყალი, როგორც აღნიშნული ამ დასკვნაში, არ არის ისეთი ნივთიერებები, რომლებიც შემთხვევით შეიძლება მოხვდნენ ადამიანის ორგანიზმში. ეს არის მიზანმიმართულად, წინასწარგანზრახვით გაკეთებული. დამერწმუნეთ, ძალიან დიდი სკანდალი იქნება, როდესაც ეს გახმაურდება. ძალიან ძნელია დაანადაშაულო ვინმე კონკრეტულად ამ შემთხვევაში, მაგრამ ხელისუფლებას თუ უნდა ჩამოირეცხოს ეს ლაქა, დღესვე უნდა აღძრას საქმე და როგორც უნდა იპოვოს დამნაშავეები. არ გამოვრიცხავ, რომ ეს მართლაც მესამე ქვეყნის ინტერესში იყოს, შეიძლება სულაც რუსეთის მიერ ჩანერგილი აგენტების “მოღვაწეობის“ შედეგია, ცოტა გვყავს რუსეთის აგენტები საქართველოში ჩამოსული თუ რომელიმე მათგანი გვყავს დაჭერილი“, – განაცხადა ლევან ფერაძემ.
ამერიკელი ტოქსიკოლოგის დევიდ სმიტის მიერ გაკეთებულ დასკვნაში აღნიშნულია, რომ მიხეილ სააკაშვილი ვერცხლისწყლითა და დარიშხანით არის მოწამლული.