საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ლევან ქარუმიძე აშშ-ის მიერ დაწესებულ სავიზო შეზღუდვას სოციალურ ქსელში ეხმაურება.
“მრავალი წლის განმავლობაში, 2012 წლამდე, სააკაშვილი და “ნაციონალური მოძრაობის” რეჟიმი ახდენდნენ ადამიანის უფლებათა სერიოზულ დარღვევას, მათ შორის, მასობრივ ცემას, წამებას და მკვლელობასაც კი.
მაგალითად, 2011 წელს რეჟიმმა მომიტინგეები ქუჩებში მოკლა და მათი ცხედრები მაღაზიების სახურავებზე დადო. აშშ-ს არასოდეს დაუწესებია სანქციები “ნაციონალური მოძრაობის” რომელიმე წევრის წინააღმდეგ”, – წერს ლევან ქარუმიძე.