spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

ლევან ქარუმიძე – ეს სახელმძღვანელო მაგალითია იმისა, თუ როგორ სწვდება დეზინფორმაცია და პროპაგანდა ადამიანებს სახელმწიფო ინსტიტუტების უმაღლეს დონეზე

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ლევან ქარუმიძე Twitter-ზე მოლდოვის პრეზიდენტის მაია სანდუს განცხადებას ეხმაურება.

 

“სახელმწიფოს მეთაურებმა უკეთ უნდა იცოდნენ. ეს სახელმძღვანელო მაგალითია იმისა, თუ როგორ სწვდება დეზინფორმაცია და პროპაგანდა ადამიანებს სახელმწიფო ინსტიტუტების უმაღლეს დონეზე. 

 

საქართველოში ყველა პატიმარს რომ ჰქონოდა ისეთივე პირობები, როგორიც ახლა მიხეილ სააკაშვილს აქვს, ბევრი პოსტსაბჭოთა ოლიგარქი სიამოვნებით მოიხდიდა აქ თავის სასჯელს“, – წერს ლევან ქარუმიძე.

 

მოლდოვას პრეზიდენტი “ტვიტერზე” წერს, რომ მოლდოვა უერთდება საქართველოს მთავრობისადმი ზელენსკის მოწოდებას, მიხეილ სააკაშვილის საზღვარგარეთ სამკურნალოდ წასვლა დაუშვას.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები