ჯერჯერობით, არ ვიცი, ამ წერილით რომელი ევროპარლამენტარები გააცურეს. არ მინდა თქმა, თუმცა ვინც მოაწერა, საკუთარ თავს საქართველოს მეგობარი არ უნდა უწოდოს – პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე ლევან ქარუმიძე ევროპარლამენტარების წერილს Twitter-ზე გამოეხმაურა.
მისი თქმით, ევროკავშირს რეგიონში ძლიერი და მედეგი მოკავშირე სჭირდება და არა სუსტი და უნიათო მიწის ნაგლეჯი.
“ჯერჯერობით, არ ვიცი, ამ წერილით რომელი ევროპარლამენტარები გააცურეს. არ მინდა თქმა, თუმცა ვინც მოაწერა, საკუთარ თავს საქართველოს მეგობარი არ უნდა უწოდოს. ევროკავშირს ამ რეგიონში ძლიერი და მედეგი მოკავშირე სჭირდება და არა სუსტი და უნიათო მიწის ნაგლეჯი.
ჩვენ გავაგრძელებთ აქტიურ მუშაობას ნამდვილ მეგობრებთან და პარტნიორებთან ევროპარლამენტში, რომ უფრო გავამყაროთ ჭეშმარიტი, დასავლური დემოკრატია. გვჯერა, რომ დასავლურ ცივილიზაციას კანონის უზენაესობა უდევს საფუძვლად“, – წერს ლევან ქარუმიძე.