spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

ლევან ქარუმიძე – თუ ადამიანს არ შეგიძლია სხვისი მცდელობის დაფასება, მინიმუმ უნდა ეცადო, რომ ამ მცდელობებს ჩირქი არ მოსცხო

აშშ-ის ყოფილ ელჩს წესით კარგად უნდა ესმოდეს, რომ მან არ უნდა დააკნინოს რეგიონალური სამშვიდობო ინიციატივები, – ამის შესახებ პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე ლევან ქარუმიძე “ტვიტერზე” წერს. 

 

“ამ ომს მასზე არანაირი გავლენა არ აქვს, თუმცა ამ ომს პირდაპირი გავლენა აქვს მილიონობით ადამიანზე ევროპაში. თუ ადამიანს არ შეგიძლია სხვისი მცდელობის დაფასება, მინიმუმ უნდა ეცადო, რომ ამ მცდელობებს ჩირქი არ მოსცხო. 

 

უკრაინელი ხალხი იპოვის სამართალს და რუსეთი დაისჯება იმ ბოროტების გამო, რომელსაც ის ავრცელებს. ჩვენ ყველამ უნდა გავიაზროთ, რომ მშვიდობას ვერ ექნება ალტერნატივა. თუ ჩვენ გვინდა ძლიერი ევროპა, მაშინ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ დავამკვიდროთ მშვიდობა!”, – წერს ქარუმიძე.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები