spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

ლევან სამუშია – მთავარია არის ის, რომ  ჩატარდეს ქვეყანაში ხელახალი არჩევნები

“ძლიერი საქართველოს” გეგმაა, რომ ამ გაყალბებისა და ხმების წართმევის შედეგად, ბარიერგადალახული ოპოზიციური პარტიებიდან სიების ჩახსნა და ლეგიტიმაციის არმიცემა პარლამენტისთვის, – ამის შესახებ კოალიცია “ძლიერი საქართველოს” ერთ-ერთმა ლიდერმა ლევან სამუშიამ განაცხადა.

მისივე თქმით, “ძლიერი საქართველოს” გეგმაში შედის დასავლელ პარტნიორებთან ურთიერთობა და მათი ინფორმირება.

“ძლიერი საქართველოს” გეგმა არის მაქსიმალურად ჩვენს დასავლელ პარტნიორებთან ურთიერთობა, მაქსიმალურად მიწოდება ინფორმაციის. ასევე, “ძლიერი საქართველოს” გეგმაა, რომ ამ გაყალბებისა და ხმების წართმევის შედეგად, ბარიერგადალახული ოპოზიციური პარტიებიდან სიების ჩახსნა და ლეგიტიმაციის არმიცემა პარლამენტისთვის და არშესვლა პარლამენტში. “ძლიერი საქართველო” რჩება ამ გეგმის ერთგულად. ჩვენი პარტიის თავმჯდომარე გამოვიდა ინიციატივით, რომ შეიქმნას ამ ბარიერგადალახული და ხმაწართმეული პარტიებისგან სახალხო პარლამენტი, სადაც იქნება მსჯელობა, სადაც იქნება ურთიერთობა და კავშირები ჩვენს დასავსლელ პარტნიორებთან, სადაც იქნება ქვეყნის საკითხებზე აქცენტირება და ასევე, მთავარია არის ის, რომ  ჩატარდეს ქვეყანაში ხელახალი არჩევნები. ეს არის უმთავრესი”, – განაცხადა  ლევან სამუშიამ.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები