spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

ლევან სანიკიძე – 5000 ლარით დამაჯარიმეს, გუშინ დამირღვევია ივანიშვილის ქცევის კოდექსი

“5000 ლარით დამაჯარიმეს, გუშინ დამირღვევია ივანიშვილის ქცევის კოდექსი. თავისუფლების საყიდელი ფული არ მოჭრილა, ტყუილად ზრდით მის ფასს, აუწონელია”, – წერს “ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის” ლიდერი ლევან სანიკიძე სოციალურ ქსელში.

“5000 ლარით დამაჯარიმეს, გუშინ დამირღვევია ივანიშვილის ქცევის კოდექსი. გუშინდელი ხალხმრავალი აქცია, პაატა ბურჭულაძის იუბილე ძალიან, ძალიან ეტკინათ.

ჩემებთან სახლში მივიდნენ და დედაჩემს და მამაჩემს ამცნეს, რომ თურმე სამართალდარღვევა ჩამიდენია. ჩაბარებით არ ჩაიბარეს ივანიშვილის დაცვის სამსახურში გამოწერილი ხინკლის ჩეკი.

თავისუფლების საყიდელი ფული არ მოჭრილა, ტყუილად ზრდით მის ფასს, აუწონელია.

P.S საერთოდ სახლში არ შეუშვა დედაჩემმა ე.წ. პოლიციელები, სამშობლოს ღალატში თანამონაწილეებს სანიკიძეები არ ვუმასპინძლდებით”, – წერს ლევან სანიკიძე სოციალურ ქსელში.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები