spot_img
spot_imgspot_img
spot_img

ლევან სანიკიძე – ამ კომისიის მთავარი არსი არის, რომ 2008 წლის ომის შედეგების რევიზირება მოხდეს

ამ კომისიის მთავარი არსი არის, რომ 2008 წლის ომის შედეგების რევიზირება მოხდეს. ეს არ არის სამართლიანობის აღდგენის კომისია, ეს არის რუსეთის “სიმართლის” დამტკიცების კომისია, – ამის შესახებ “ერთიანობა  – ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთმა ლიდერმა ლევან სანიკიძემ განაცხადა.

მისივე თქმით, ეს კომისია ხელისუფლების მხრიდან ოპოზიციის რეპრესიების იარაღია.

“ამ კომისიის მთავარი მიზანი, ბუნებრივია, არის ყურადღების გადატანა არსებულ პოლიტიკურ კრიზისთან დაკავშირებით და პოლიტიკური რეპრესიების დამატებითი იარაღია არა მხოლოდ “ნაციონალური მოძრაობის” წარმომადგენლებზე, არამედ სხვა პოლიტიკური ძალების ლიდერებსა და აქტორებზე. მაგრამ მთავარი რაც გამოჩნდა არის ის, რომ ამ კომისიაში ყველა სხვა საკითხი არის მეორე ხარისხის მატარებელი, გარდა 2008 წლის ომისა.

ამ კომისიის მთავარი არსი არის, რომ 2008 წლის ომის შედეგების რევიზირება მოხდეს. ეს არ არის სამართლიანობის აღდგენის კომისია, ეს არის რუსეთის “სიმართლის” დამტკიცების კომისია”, – განაცხადა ლევან სანიკიძემ.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები