spot_img
spot_imgspot_img
spot_img

ლევან სანიკიძე – ამერიკელი პარტნიორების მხრიდან ჩვენ მოველით, კიდევ უფრო, მკაცრ განცხადებებს

ნამდვილად არ არის ეს გასაკვირი, მათ შორის, ჰელსინკის კომისიის მხრიდან, რომელსაც არაერთი გზავნილი ჰქონდა მანამდე გაკეთებული “ქართულ ოცნებასთან” მიმართებაში, – ამის შესახებ “ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის” პრესსპიკერმა ლევან სანიკიძემ განაცხადა.

მისივე თქმით, ამერიკელი პარტნიორების მხრიდან მოსალოდნელია, კიდევ უფრო, მკაცრი განცხადებები.

“ნამდვილად არ არის ეს გასაკვირი, მათ შორის, ჰელსინკის კომისიის მხრიდან, რომელსაც არაერთი გზავნილი ჰქონდა მანამდე გაკეთებული “ქართულ ოცნებასთან” მიმართებაში, რომ ისინი იყენებენ ბოროტად სახელისუფლებო რესურსებს, პროპაგანდით არიან დაკავებულები, ასევე იყენებენ შავ ფულს არჩევნებში მანიპულაციის განხორციელებისთვის, ბუნებრივია, რომ ამერიკელი პარტნიორების მხრიდან ჩვენ მოველით, კიდევ უფრო, მკაცრ განცხადებებს არჩევნების დემოკრატიულ პრინციპებთან შესაბამისობაში ჩატარებასთან დაკავშირებით და დარწმუნებულები ვართ, რომ სულ რაღაც 9 დღეში ჩვენს ქვეყანას ეყოლება ისეთი ხელისუფლება, რომელიც სწორად ითანამშრომლებს, როგორც ამერიკის რესპუბლიკურ, ისე დემოკრატიულ პარტიასთან”, – განაცხადა ლევან სანიკიძემ.

ჰელსინკის კომისიამ საგანგებო განცხადება გაავრცელა, რომლითაც “ქართულ ოცნებას“ მოუწოდებენ, არჩევნები დემოკრატიულად და სამართლიანად ჩაატაროს.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები