spot_img
spot_imgspot_img
spot_img

ლევან სანიკიძე – ჩვენი დასავლელი პარტნიორებისგან ველით უფრო მკაფიო განცხადებებს, მათ შორის, ხელისუფლების ქმედებებთან დაკავშირებით

ჩვენ ველით უფრო მკაფიო განცხადებებს, მათ შორის, დღევანდელი ხელისუფლების ქმედებებთან დაკავშირებით და რა თქმა უნდა, ველით მათ მხარდაჭერას ქართველი ხალხის მიერ გამოვლენილი ნებისადმი, – ამის შესახებ “ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის” პრესსპიკერმა ლევან სანიკიძემ განაცხადა.

“ჩვენი დასავლელი პარტნიორები მუდმივად ამახვილებენ ყურადღებას იმაზე, რომ არჩევნები უნდა ჩატარდეს თავისუფალ და დემოკრატიულ გარემოში, თუმცა ეს, რა თქმა უნდა, არ გულისხმობს მხოლოდ საარჩევნო დღეს. წინასაარჩევნო დღეებში ნებისმიერი სახის ძალადობა, მოსყიდვა, დაშინება ხელს უშლის არჩევნების პროცესში ჩვენი მოსახლეობის ნების თავისუფალ გამოვლენას. ჩვენი დასავლელი პარტნიორებისგან, რა თქმა უნდა, ჩვენ ველით უფრო მკაფიო განცხადებებს, მათ შორის, დღევანდელი ხელისუფლების ქმედებებთან დაკავშირებით და რა თქმა უნდა, ველით მათ მხარდაჭერას ქართველი ხალხის მიერ გამოვლენილი ნებისადმი ” , – განაცხადა ლევან სანიკიძემ.

პარტიის პრესსამსახურის ინფორმაციით, “ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის” ლიდერებს სოფელ კარდანახში მოსახლეობასთან შეხვედრის დროს “ქართული ოცნების” აქტივისტები თავს დაესხნენ და ჯანდაცვის მიმართულების მდივანს ლევან მეტრეველს ფიზიკურად გაუსწორდნენ.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები